აისი“ საცხოვრებელი კომპლექსი,განლაგებულია ძველი და ახალი ბულვარის საზღვარზე ზღვასთან ახლოს.

    გამონაკლისის გარეშე, ყველა ბინიდან იშლება ზღვისა და მთების ულამაზესი ხედები. ცნობილი ბათუმის ბულვარი კი ისევე როგორც შავი ზღვა ორიოდ ფეხის ნაბიჯზეა.
    კომპლექსში მაქსიმალურადაა შექმნილი ყველა პირობა იმისათვის რათა უზრუნველყოს თქვენი და თქვენი ოჯახის კომფორტული ყოფაცხოვრება და სასიამოვნო დასვენება.
     ჩვენ გთავაზობთ ღია გეგმის ბინებს 34.5 კვ.მ-დან, ყველა ბინას აქვს აივანი ზღვის ხედით, სამზარეულო, მისაღები ოთახი, სრულფასოვანი საძინებელი და სველი წერტილი, რომლებიც განლაგდება მფლობელის სურვილისამებრ.

   ფასადის დამუშავების სპეციალური ხერხების შედეგად საგრძნობლად მცირდება შენობის სითბოგამტარობა 30%-მდე სხვა სახლებთან შედარებით, რომლებიც ჩვეულებრივი რკინა-ბეტონითაა ნაგები. კარგი სითბოიზოლაცია უზრუნველყოფს სითბოს ზამთარში და სიგრილეს ზაფხულობით, რაც ქმნის კომფორტულ გარემოს საცხოვრებლად და მფლობელს აძლევს შესაძლებლობას ეკონომია გასწიოს გათბობისა და კონდიცირების საფასურზე. საიზოლაციო მასალის შესანიშნავი აკუსტიკური თვისებების გამო უმჯობელსდება ხმის იზოლაცია.
    და რაც მთავარია თქვენ თვითონ შეგიძლიათ დაინახოთ რამდენად მომგებიანია თქვენთვის შეიძინოთ ბინა სწორედ საცხოვრებელ კომპლექს „აისი“-ში, რადგან თუ შეადარებთ საცხოვრებელი ფართის ღირებულებას მშენებლობის საწყის სტადიასა და საბოლოოდ დასრულებულ შენობას შორის თქვენ თავად მიხვდებით თუ რომელია ხელსაყრელი პერიოდი საცხოვრებელი ფართების შესაძენად, ამასთანავე გაითვალისწინეთ რომ ვერანაირი კრიზისი ვერ ახდენს გავლენას უძრავი ქონების ღირებულებაზე განსაკუთრებით სანაპირო ზოლში.